ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 3

უმაღლეს საბჭოში ახალგაზრდა პროგრამისტსა და გამომგონებელს - ალექსანდრე ცეცხლაძეს უმასპინძლეს

უმაღლეს საბჭოში ახალგაზრდა პროგრამისტსა და გამომგონებელს - ალექსანდრე ცეცხლაძეს უმასპინძლეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ ახალგაზრდა გამომგონებელსა და არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულს - ალექსანდრე ცეცხლაძეს უმასპინძლა. ალექსანდრე ბათუმელია და მიუხედავად ასაკისა, კიბერუსაფრთხოები…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ ახალგაზრდა გამომგონებელსა და არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულს - ალექსანდრე ცეცხლაძეს უმასპინძლა. ალექსანდრე ბათუმელია და მიუხედავად ასაკისა, კიბერუსაფრთხოები…

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ ახალგაზრდა გამომგონებელსა და არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულს - ალექსანდრე ცეცხლაძეს უმასპინძლა.

ალექსანდრე ბათუმელია და მიუხედავად ასაკისა, კიბერუსაფრთხოების, განათლებისა და ფინანსების მიმართულებით ათამდე ინოვაციური პროექტის ავტორია, რომელთაგან ცხრამ ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა ამერიკაში, საფრანგეთში, ბელგიაში, პოლონეთში, იტალიაში, ავსტრიაში და სხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო კონკურსებზე. ალექსანდრე ცეცხლაძე, როგორც ნოვატორი პროგრამისტი, ბოლო სამი წელია მონაწილეობს საერთაშორისო "ჰაკათონებში". 2025 წელს კი, ბელგიაში გამართულ კონკურსში, რომელშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 1400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, ალექსანდრე მის გუნდთან ერთად, ტოპათეულში მოხვდა.

"დღეს შევხვდით ახალგაზრდა გამომგონებელს, აჭარის მკვიდრს - ალექსანდრე ცეცხლაძეს, რომელიც ცხრა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი აღიარება და მნიშვნელოვანი პერსპექტივაა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მისი ინოვაციები კიბერუსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დაცვისა და განათლების მიმართულებით უკვე საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს. სწორედ ეს არის თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მნიშვნელოვანი სფერო. მადლობას ვუხდით ალექსანდრე ცეცხლაძეს იმ წარმატებისთვის, რომელმაც საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩინა", - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ლაშა სირაბიძე.

საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ახალგაზრდა გამომგონებელს მადლობა გადაუხადეს მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის და შემდომი წარმატებები უსურვეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს