ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 11

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ცოტნე ანანიძეს და უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროგრამების მიმდინარეობა, დაგეგმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ცოტნე ანანიძეს და უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროგრამების მიმდინარეობა, დაგეგმ…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ცოტნე ანანიძეს და უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროგრამების მიმდინარეობა, დაგეგმილი პროექტების შესრულება და სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება დაეთმო რეგიონის საკანონმდებლო რგოლის უფლებამოსილებების ფარგლებში, დეპუტატების მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოვლენილ საჭიროებებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებს.

ზურაბ პატარაძემ მმართველი პარტიის კურსის შესაბამისად რეგიონში დაგეგმილ ინიციატივებზე და აქტუალური საკითხებისადმი სტრატეგიულ მიდგომებზე ისაუბრა.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების გონივრული და თანმიმდევრული პოლიტიკით გრძელდება რეგიონის აღმშენებლობა და ქვეყნის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

,,ჩვენი სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს აკეთებს რეგიონისა და ქვეყნის გასაძლიერებლად. გონივრული პოლიტიკისა და თანმიმდევრული მუშაობის შედეგია, რომ ღირსეულად მივდივართ წინ. ჩვენი ძალა ხალხის ნდობა და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკაა.

ვაგრძელებთ წარმატებული პროექტების განხორციელებას. თქვენი მხარდაჭერითა და გვერდში დგომით აჭარის მთავრობა ამ პროცესებში მაქსიმალურად ჩართულია" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც რეგიონის სტაბილური განვითარებისა და თითოეული მოქალაქის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღების მთავარი საწინდარია.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს