ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 14

ბექა ვაჭარაძე: ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, განსაკუთრებული მადლობა გვეთქვა ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენი ბავშვების განათლებასა და აღზრდაზე ზრუნავენ

ბექა ვაჭარაძე: ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, განსაკუთრებული მადლობა გვეთქვა ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენი ბავშვების განათლებასა და აღზრდაზე ზრუნავენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ქალაქ ფოთის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან ერთად, ფოთის მუნიციპალიტეტის წარმატებული პედაგოგები და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღმზრდელ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ქალაქ ფოთის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან ერთად, ფოთის მუნიციპალიტეტის წარმატებული პედაგოგები და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღმზრდელ…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ქალაქ ფოთის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან ერთად, ფოთის მუნიციპალიტეტის წარმატებული პედაგოგები და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღმზრდელები დააჯილდოვა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

გივი მიქანაძემ პედაგოგებსა და შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ფოთის მერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, განათლება ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა უწყვეტად გრძელდება.

„ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, განსაკუთრებული მადლობა გვეთქვა ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენი ბავშვების განათლებასა და აღზრდაზე ზრუნავენ.

პედაგოგის შრომის მნიშვნელობას ხშირად წლების შემდეგ უფრო კარგად ვიაზრებთ. ერთი სიტყვა, რჩევა, მხარდაჭერა თუ დამოკიდებულება ხშირად დიდ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და მომავალზე. ეს ყველაფერი კი სკოლამდე ბევრად ადრე, საბავშვო ბაღიდან იწყება.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც პედაგოგებისა და აღმზრდელების შრომის დაფასება, ისე მათთვის და ჩვენი ბავშვებისთვის ღირსეული და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

გილოცავთ დღევანდელ აღიარებას და მადლობა თითოეულ თქვენგანს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ დიდი საქმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ემსახურებით.

თქვენი წარმატება ჩვენი ბავშვების წარმატებაა, მათი განათლება და განვითარება კი ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის მომავლის საფუძველია“, - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს