ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 15

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, საქპატენტის ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, საქპატენტის ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქპატენტმა გამოსცა ჟურნალის „საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები“ მე-2 ნაწილი, რომელიც უწყების პოლიგრაფიულ ბაზაზე დაიბეჭდა. საქპატენტის ინფორმაციით, ჟურნალში განთავსებულია საინტერესო ცნობე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქპატენტმა გამოსცა ჟურნალის „საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები“ მე-2 ნაწილი, რომელიც უწყების პოლიგრაფიულ ბაზაზე დაიბეჭდა. საქპატენტის ინფორმაციით, ჟურნალში განთავსებულია საინტერესო ცნობე…

საქპატენტმა გამოსცა ჟურნალის „საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები“ მე-2 ნაწილი, რომელიც უწყების პოლიგრაფიულ ბაზაზე დაიბეჭდა.

საქპატენტის ინფორმაციით, ჟურნალში განთავსებულია საინტერესო ცნობები და შემეცნებითი ხასიათის საინფორმაციო თუ ვიზუალური მასალა საქპატენტში რეგისტრირებული 12 პროდუქტის შესახებ, რომლებიც გამოირჩევა თავისი უნიკალურობით, გემური თვისებებით, ხარისხითა და მაღალი რეპუტაციით. ადგილწარმოშობის დასახელებებად და გეოგრაფიულ აღნიშვნად ნიშანდებული ეს განსაკუთრებული პროდუქტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში. ღონისძიება გახსნა საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. გამომსვლელებს შორის იყო ასევე, ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე, რომელიც გიორგი კალანდიასთან ერთად ჟურნალის ტექსტების ავტორია.

ჟურნალის ფოტომასალა ეკუთვნის აწ გარდაცვლილ ცნობილ ფოტოხელოვანს ბადრი ვადაჭკორიას, ასევე ფოტოგრაფებს – კახაბერ გოგიჩაშვილსა და პაატა ვარდანაშვილს. გამოცემის დიზაინზე იმუშავა ელენე დავითაშვილმა.

ჟურნალის პრეზენტაციას ესწრებოდა ზუგდიდის მერი დავით კოდუა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების და საქპატენტის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ჟურნალის პირველი ნაწილი გამოიცა 2024 წელს, სადაც თავმოყრილია საინტერესო მასალა საქპატენტში რეგისტრირებული 64 უნიკალური ქართული პროდუქტის შესახებ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს