ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 11

გარდაბნის ცენტრალურ პარკში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა

გარდაბნის ცენტრალურ პარკში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარდაბნის ცენტრალურ პარკში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, სადაც 2025-2026 სასწავლო წლის 83 წარჩინებული კურსდამთავრებული დაჯილდოვდა. ახალგაზრდებს მიღწეული წარმატებისთვის სპეციალური…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარდაბნის ცენტრალურ პარკში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, სადაც 2025-2026 სასწავლო წლის 83 წარჩინებული კურსდამთავრებული დაჯილდოვდა. ახალგაზრდებს მიღწეული წარმატებისთვის სპეციალური…

გარდაბნის ცენტრალურ პარკში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, სადაც 2025-2026 სასწავლო წლის 83 წარჩინებული კურსდამთავრებული დაჯილდოვდა.

ახალგაზრდებს მიღწეული წარმატებისთვის სპეციალური სიგელები და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

ინიციატივა გარდაბანში მუნიციპალიტეტის მერის, დავით კარგარეთელის მხარდაჭერით, წელს უკვე მეოთხედ განხორციელდა.

მისი მიზანი ახალგაზრდების განათლებისა და მიღწევების წახალისებაა, რაც ყოველწლიურად უფრო მეტ წარმატებულ მოსწავლეს აერთიანებს.

ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, კურსდამთავრებულები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ადგილი მოეწყო - დამსწრე საზოგადოებას სპეციალური ფოტოზონები, დრამერების შოუ, ასევე მკლავჭიდისა და მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი დახვდა.

საღამო მუსიკალურად გააფორმეს ანდრია გველესიანმა, თიკა ბალანჩინმა და ბენდმა „New One“. საზეიმო პროგრამა ელექტრონული მუსიკითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს