ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 13

კარალეთში კომბინირებული საკვების ახალი საწარმო გაიხსნა

კარალეთში კომბინირებული საკვების ახალი საწარმო გაიხსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმოს „აგრო უნივერსალ საქართველო“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმოს „აგრო უნივერსალ საქართველო“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმოს „აგრო უნივერსალ საქართველო“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ლაშა დოლიძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო მხარდაჭერაზე, კერძო ინიციატივასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და კონკურენტუნარიანი ქართული წარმოების განვითარების შესაძლებლობებზე.

„ახალი საწარმოს გახსნა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო მხარდაჭერამ, კერძო ინიციატივამ და საერთაშორისო გამოცდილებამ ერთად შექმნას ახალი შესაძლებლობები სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. „აგრო უნივერსალ საქართველოს“ მაგალითზე ვხედავთ სახელმწიფო მხარდაჭერის კონკრეტულ შედეგს - თანამედროვე საწარმოს, რომელიც ადგილობრივ წარმოებას აძლიერებს და ბაზარს ქართული წარმოების პროდუქტს სთავაზობს. ჩვენი მიზანია, მეწარმეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, განავითარონ ბიზნესი, დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები, გაზარდონ წარმოება და შექმნან კონკურენტუნარიანი პროდუქცია“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.

შპს „აგრო უნივერსალ საქართველო“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია 2023 წლიდან. კომპანიის განვითარებაში სახელმწიფო მხარდაჭერა რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა და სააგენტოს თანადაფინანსებამ ჯამურად 1 178 833 ლარი შეადგინა. გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, მარცვლეულის გადამუშავების საწარმოს შექმნის მიზნით, კომპანიამ 500 000 ლარის თანადაფინანსება მიიღო.

ამასთან, 2023-2025 წლებში კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამით ისარგებლა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობის დასრულება, ცხოველისა და ფრინველის საკვების საწარმოს მოწყობა, დანადგარების შეძენა-მონტაჟი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. აღნიშნული მიმართულებით სააგენტოს თანადაფინანსებამ 678 833 ლარი შეადგინა.

შპს „აგრო უნივერსალ საქართველოს“ საწარმოო ინფრასტრუქტურა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შეიქმნა. საწარმო აღჭურვილია თურქული კომპანიის „Alapala“ მიერ წარმოებული დანადგარებით, ხოლო წარმოების პროცესში გამოიყენება უნგრული კომპანიის „Agrofeed“ პრემიქსები, რეცეპტები და ტექნოლოგიური გამოცდილება. საწარმოს წარმადობა საათში 6 ტონას შეადგენს. წარმოებული კომბინირებული საკვები ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება.

საწარმოს გახსნის ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნიდერლანდების, თურქეთისა და უნგრეთის კომპანიების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს