ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 4

ახმეტის მუნიციპალიტეტში ილტოს სათავე ნაგებობის გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია იწყება

ახმეტის მუნიციპალიტეტში ილტოს სათავე ნაგებობის გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია იწყება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე არსებული გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია იწყება. არსებული სახიდე გადასასვლელი ავარიულ მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანი დაზიანების გამო მისი აღდგენა მიზანშეწონილი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე არსებული გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია იწყება. არსებული სახიდე გადასასვლელი ავარიულ მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანი დაზიანების გამო მისი აღდგენა მიზანშეწონილი…

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე არსებული გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია იწყება. არსებული სახიდე გადასასვლელი ავარიულ მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანი დაზიანების გამო მისი აღდგენა მიზანშეწონილი არ არის, რის გამოც პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს ხიდის სანაპირო და შუალედური ბურჯების გამაგრებას, რკინაბეტონის კონსტრუქციების, საყრდენი ბალიშების, ანტისეისმური საბჯენების, ანკერებისა და ბეტონის ბაქნების მოწყობას, ასევე სავალი ნაწილის რეაბილიტაციას.

პროექტის განხორციელების შედეგად, ილტოს სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი, უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახიდე გადასასვლელი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკის შეუფერხებელ გადაადგილებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ინფრასტრუქტურის საიმედოობასა და მდგრადობას.

ილტოს სათავე ნაგებობის გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს