ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 16

გიგლა თამაზაშვილი: ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდება უნდა იყოს სტაბილური და საიმედო

გიგლა თამაზაშვილი: ფერმერებისთვის  სარწყავი წყლის მიწოდება უნდა იყოს სტაბილური და საიმედო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „საქართველოს მელიორაციისთვის“, როგორც მომსახურების მაღალ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ახალი წყალსაცავებისა და რეზერვუარების მოწყობა, რათა წყალმომხმარებლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდება უფრო სტაბილ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„საქართველოს მელიორაციისთვის“, როგორც მომსახურების მაღალ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ახალი წყალსაცავებისა და რეზერვუარების მოწყობა, რათა წყალმომხმარებლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდება უფრო სტაბილ…

„საქართველოს მელიორაციისთვის“, როგორც მომსახურების მაღალ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ახალი წყალსაცავებისა და რეზერვუარების მოწყობა, რათა წყალმომხმარებლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდება უფრო სტაბილური გახდეს და ფერმერებს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მოყვანის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ამ მიზნით კომპანია აქტიურად იკვლევს როგორც ახალი წყალსაცავების მოწყობის, ისე ადრე შეჩერებული ან ამორტიზებული ობიექტების აღდგენისა და ექსპლუატაციაში დაბრუნების შესაძლებლობებს.

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მათ ადგილზე არსებული ვითარება და სარწყავი წყლის დეფიციტის აღმოფხვრის შესაძლებლობები განიხილეს.

„გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის რესურსების აკუმულირება და მარაგების შექმნა, რათა ჩვენი ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდება უფრო სტაბილური და საიმედო გახდეს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მცირე ზომის რეზერვუარებისა და წყალსაცავების მოწყობა, რომლებიც, განსაკუთრებით გვალვის პერიოდში, უზრუნველყოფენ სარწყავი წყლით მომარაგებას. ამ მიზნით „საქართველოს მელიორაციამ“ ფართო კვლევები დაიწყო. განვიხილავთ როგორც გასული საუკუნის ბოლოს შეჩერებული პროექტების აღდგენის შესაძლებლობას, ასევე ვარჩევთ ახალ ადგილებს, სადაც პატარა რეზერვუარების მოწყობა იქნება შესაძლებელი. ეს ხელს შეუწყობს წყალუზრუნველყოფილი ფართობების ზრდას და ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.


გიგლა თამაზაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მხარდაჭერას და მათი სარწყავი წყლით უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.


სარწყავი წყლის დეფიციტის აღმოსაფხვრელად მდინარე ბერშუელაზე მცირე ზომის წყალსაცავის მოწყობის შემთხვევაში, ობიექტი მიმდებარე სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს