ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 4

რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ შენობებს ენერგოეფექტური რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ შენობებს ენერგოეფექტური რეაბილიტაცია უტარდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია მე-14 მ/რ-ის N10, N11 და N12 საცხოვრებელ კორპუსებს უტარდება. სამუშაოების მიმდი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია მე-14 მ/რ-ის N10, N11 და N12 საცხოვრებელ კორპუსებს უტარდება. სამუშაოების მიმდი…

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია მე-14 მ/რ-ის N10, N11 და N12 საცხოვრებელ კორპუსებს უტარდება.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

„რუსთავის მერიის გუნდი ქალაქის ურბანულ განვითარებას ორი ძირითადი მიმართულებით ვახორციელებთ. საქართველოს მთავრობის ძალიან დიდი თანადგომით, დაწყებული გვაქვს ძველი რუსთავის რესტავრაცია, სადაც ისტორიული ქალაქის არქიტექტურულ ავთენტურობას ვინარჩუნებთ. ახალ რუსთავში, კი გამაგრება-რეაბილიტაციასთან ერთად, შენობებს თანამედროვე იერ-სახეს ვაძლევთ. მესხიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უკვე აქტიურ ფაზაშია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაიზრდება ამ საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციის ვადა და მოსახლეობისთვის უფრო უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეიქმნება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის მიხედვით, სამივე საცხოვრებელი შენობა თბოსაიზოლაციო მასალით შეიფუთება, აივნებზე მოეწყობა დეკორატიული ელემენტები და არსებული კარ-ფანჯრები ახლით ჩანაცვლდება.

შენობების მთელ პერიმეტრზე მოეწყობა სარინერები. N10 კორპუსის საძირკველს უტარდება გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებიც.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 3 146 674 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს