ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 5

ფოთის მერი: ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის, ტურიზმისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდისთვის

ფოთის მერი: ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის, ტურიზმისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფოთი ევროპის და აფრიკის საუკეთესო წყალსათხილამურო სპორტსმენებს უმასპინძლებს. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. 24-26 ივლისს „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზაზე 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი გაიმართება, რო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფოთი ევროპის და აფრიკის საუკეთესო წყალსათხილამურო სპორტსმენებს უმასპინძლებს. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. 24-26 ივლისს „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზაზე 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი გაიმართება, რო…

ფოთი ევროპის და აფრიკის საუკეთესო წყალსათხილამურო სპორტსმენებს უმასპინძლებს. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

24-26 ივლისს „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზაზე 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 20 ქვეყნიდან 120 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატი სამ დისციპლინაში ჩატარდება: სლალომი, ფიგურები და ტრამპლინზე ხტომა.

ღონისძიებისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. „ოქროს ტბის“ ბაზაზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლება - ეწყობა მაყურებელთა სტანდარტული და VIP ზონები, დამონტაჟდა ახალი ტრამპლინი, სანაპირო ზოლზე დასრულდა ძველი ნაგებობების დემონტაჟი და მოეწყო ტალღების საწინააღმდეგო ქვის კონსტრუქციები.

,, მადლობას ვუხდი საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ცენტრალურ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის.

ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის, ტურიზმისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდისთვის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩემპიონატი ტარდება „ოქროს ტბაზე“ - უნიკალურ სპორტულ სივრცეში, რომელსაც ამ სპორტის განვითარების მდიდარი ისტორია აქვს.

ჩვენი მიზანია, რომ ფოთი არა მხოლოდ ამ ჩემპიონატის წარმატებული მასპინძელი, არამედ წყლის სპორტის ერთ-ერთი აღიარებული საერთაშორისო ცენტრი გახდეს“, - განაცხადა ფოთის მერის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ირაკლი მეძმარიაშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრ გიორგი ხახუბიასა და ფოთის ტბის კლუბის ხელმძღვანელ ქეთი კუბლაშვილთან ერთად გაეცნო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს