ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 12

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მარკოზ აჭარელის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მარკოზ აჭარელის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტ…

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მარკოზ აჭარელის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპორტული მოედანი, საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, ასევე, დამონტაჟდება თანამედროვე გარეგანათების სისტემა. სკვერის მიმდებარედ დაიგება ასფალტის საფარი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია სრულად გამწვანდება.

„ტბეთის ქუჩის №60-დან თამარ მეფის გამზირამდე აქტიურად მიმდინარეობს ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, მდინარე ყოროლისწყალზე 840 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი კედელი აშენდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საძირკვლის მოწყობისა და ბეტონის ჩასხმის სამუშაოები.

ბათუმის მერი ასევე იმყოფებოდა ტაბიძის ქუჩის №31-№39-ში, სადაც სკვერის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. სრულად განახლდა არსებული სკვერი, მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა, გაფართოვდა და კეთილმოეწყო სპორტული მოედანი, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები, ასევე, მოეწყო დასასვენებელი სივრცე.

სამუშაოების დათვალიერებისას ბათუმის მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოქალაქეებმა უბანში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს, ასევე, მერს საკუთარი მოსაზრებები და სურვილები გააცნეს.

2026 წელს ბათუმში უკვე დასრულდა 10 სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია. სამუშაოები ამჟამად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს, ხოლო წლის განმავლობაში ჯამში 18 მისამართზეა დაგეგმილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს