ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 10

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში შერჩეულ სტაჟიორებს შე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში შერჩეულ სტაჟიორებს შე…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში შერჩეულ სტაჟიორებს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს კონკურსის წარმატებით გავლა მიულოცა და აღნიშნა, რომ სტაჟირების პროგრამა მათ საშუალებას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ საჯარო უწყებების საქმიანობას, გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად იმუშაონ და მონაწილეობა მიიღონ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტაჟირება უნდა იქცეს არა მხოლოდ პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მიღების შესაძლებლობად, არამედ როგორც სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვის იმ მნიშვნელოვან მექანიზმად, რაც წარმატებული სტაჟიორებისთვის შემდგომი პროფესიული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობა გახდება.

„შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებმაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირება დაიწყეს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა, ინიციატივების მოსმენა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ვისაუბრეთ რეგიონის განვითარების პრიორიტეტებზე, მიმდინარე პროექტებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ახალგაზრდებს საჯარო უწყებებში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად ეძლევათ. დარწმუნებული ვარ, აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხუთივე სამინისტროს ხელმძღვანელი ესწრებოდა, რომლებმაც სტაჟიორებს თავიანთი უწყებების საქმიანობის სპეციფიკა, პრიორიტეტები გააცნეს და უპასუხეს ახალგაზრდების შეკითხვებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ყოველწლიურად ცხადდება. აჭარის საჯარო უწყებებში სტაჟირების გასავლელად წელს 532 განაცხადი დაფიქსირდა, კონკურსის შედეგად, აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში 40, ხოლო მუნიციპალიტეტებში - 25 სტაჟიორი შეირჩა. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში შერჩეული 40 სტაჟიორიდან 4 სტაჟირებას მთავრობის აპარატში, ხოლო 36 - სამინისტროებსა და მათ სისტემაში შემავალ დაწესებულებებში გაივლის.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სტაჟირების პროგრამის მონაწილეებიდან რეგიონში 19 ადამიანი დასაქმდა, მათგან 12 აჭარის მთავრობის სისტემაში, ხოლო 7 - მუნიციპალიტეტებში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს