ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მაშველის სარწყავ სისტემაზე, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. სოფელ იანეთში წყალგა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მაშველის სარწყავ სისტემაზე, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. სოფელ იანეთში წყალგა…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მაშველის სარწყავ სისტემაზე, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. სოფელ იანეთში წყალგამანაწილებელი არხის 1000-მეტრიანი მონაკვეთი ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისგან იწმინდება.

სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სოფელ იანეთში დაახლოებით 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სამელიორაციო მომსახურება.

მიმდინარე სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციის“ დასავლეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა მამუკა ლოსაბერიძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ბახტაძესთან ერთად დაათვალიერა.

„საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სარწყავი და სადრენაჟო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოწესრიგების სამუშაოებს აგრძელებს. სამუშაოების მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწების სამელიორაციო მომსახურებით უზრუნველყოფის გაუმჯობესება და სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს