ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 12

ქალაქ ხობში ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მოეწყო

ქალაქ ხობში ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მოეწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქალაქ ხობში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები წარმატებით დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 232 000 ლა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქალაქ ხობში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები წარმატებით დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 232 000 ლა…

ქალაქ ხობში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები წარმატებით დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 232 000 ლარით დაფინანსდა. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

სამუშაოების ფარგლებში, სპორტულ მოედანზე დაიგო უახლესი ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა და მაყურებელთა სკამები, ასევე სრულად მოეწყო სტადიონის შემომსაზღვრელი დამცავი ღობე.

ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია აქტიურ ფაზაში გრძელდება. ამ ეტაპზე, საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაპიშაქარში არსებული მინი სტადიონის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო უახლოეს პერიოდში ახალი სპორტული მოედნების მშენებლობა დაიწყება ახალი ხიბულისა და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს