ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 14

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოში გერმანიის ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოში გერმანიის ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, საქართველოში გერმანიის ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მუნიციპალიტეტის მერმა გერმანელ დიპლომატს ბოლნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, საქართველოში გერმანიის ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მუნიციპალიტეტის მერმა გერმანელ დიპლომატს ბოლნ…

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, საქართველოში გერმანიის ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მუნიციპალიტეტის მერმა გერმანელ დიპლომატს ბოლნისში არსებული გერმანული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრაზე ზამურ ჭითანავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გერმანული უბნის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტზე. პროექტი გერმანული კვარტლის ისტორიული და ავთენტური იერსახის შენარჩუნებასა და განახლებას ითვალისწინებს.

ალექსანდრე ზაბახიძემ ქალაქში შემორჩენილი გერმანული მარნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი რეაბილიტაციაც დაგეგმილი პროექტის ნაწილია. მხარეებმა პროექტის განხორციელებით მიღებულ სარგებელზეც ისაუბრეს.

ისტორიული უბნის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა დაშენარჩუნებას, ტურიზმის განვითარებასა და მუნიციპალიტეტში ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილიც გამოთქვეს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ბოლნისსა და გერმანიის რომელიმე ქალაქს შორის დამეგობრების შესაძლებლობა გამოიკვეთა, რაც გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, კულტურული კავშირების გაძლიერებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას შექმნის. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი.

ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს