ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 15

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, დელეგაციასთან ერთად, რიზეს პროვინციის გუბერნატორ იჰსან სელიმ ბაიდაშს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, დელეგაციასთან ერთად, რიზეს პროვინციის გუბერნატორ იჰსან სელიმ ბაიდაშს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში რიზეს პროვინციის გუბერნატორთან იჰსან სელიმ ბაიდაშთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე აჭარასა და რიზეს შორის თანამშრომლობის გაღრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში რიზეს პროვინციის გუბერნატორთან იჰსან სელიმ ბაიდაშთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე აჭარასა და რიზეს შორის თანამშრომლობის გაღრ…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში რიზეს პროვინციის გუბერნატორთან იჰსან სელიმ ბაიდაშთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე აჭარასა და რიზეს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, საუნივერსიტეტო კავშირების გაძლიერებისა და რეგიონული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.

სავაჭრო-ეკონომიკური, ბიზნეს ინიციატივების და საქმიანი კონტაქტების გაძლიერების შესაძლებლობებთან ერთად განხილული იქნა განათლების მიმართულებით უნივერსიტეტებს შორის აკადემიური კავშირები, რაც ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების გზებს გააფართოებს.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარისა და რიზეს მსგავსი გეოგრაფიული პირობები - ზღვისპირა მდებარეობა და მთიანი ლანდშაფტი - საერთო ინტერესებსა და თანამშრომლობის მნიშვნელოვან პერსპექტივებს ქმნის. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო ოთხსეზონიანი ტურიზმის განვითარებისა და მთის კურორტების ინფრასტრუქტურის მოწყობის გამოცდილების გაზიარებას.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ბათუმის შესაძლებლობებზე საერთაშორისო ფორუმებისა და კონგრესების მასპინძლობის მიმართულებით. აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები გამოცდილების გაცვლის, ახალი პარტნიორების მოძიებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საშუალებას იძლევა.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში ნიკოლოზ იაშვილი, საკონსულოს წარმომადგენლები, გუბერნატორის მოადგილეები მუსტაფა ბათუჰან ალფბოღა, მეტინ ეიუფქოჯა და გუბერნატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფურქან აქსოი, ასევე, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან - მჟავანაძე და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს