ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 13

ზუგდიდში წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს

ზუგდიდში წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც დაუღალავად შრომობთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს განათლებული, ჯანსაღი და ღირსეული თაობა. სწორედ ასეთ ახალგაზრდებზე დგას საქართველოს მომავალი. პედაგოგობა არის პროფესია, რომელიც უდიდე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც დაუღალავად შრომობთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს განათლებული, ჯანსაღი და ღირსეული თაობა. სწორედ ასეთ ახალგაზრდებზე დგას საქართველოს მომავალი. პედაგოგობა არის პროფესია, რომელიც უდიდე…

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც დაუღალავად შრომობთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს განათლებული, ჯანსაღი და ღირსეული თაობა. სწორედ ასეთ ახალგაზრდებზე დგას საქართველოს მომავალი. პედაგოგობა არის პროფესია, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. მიხარია, რომ თითოეული თქვენგანი მაღალი პროფესიონალიზმითა და პირნათლად ემსახურება ამ დიდ საქმეს, - ამ სიტყვებით მიმართა ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ წარმატებულ პედაგოგებს.

მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, საჯარო და კერძო სკოლების წარმატებული პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ღვაწლმოსილ პედაგოგებს სიგელები და ფულადი ჯილდო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარიამ გადასცეს.

აგრეთვე, სპეციალური ჯილდო ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ მამუკა ბულიასაც გადაეცა.

წარმატებული პედაგოგების დაჯილდოებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 2015 წლიდან ახორციელებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს. ინიციატივა პედაგოგთა მრავალწლიანი საქმიანობის დაფასებასა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება.

ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს