ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 14

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა, რომელიც ა(ა)იპ „სისხლის დონაციის ბანკის“ ორგანიზებით, ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა, რომელიც ა(ა)იპ „სისხლის დონაციის ბანკის“ ორგანიზებით, ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.…

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა, რომელიც ა(ა)იპ „სისხლის დონაციის ბანკის“ ორგანიზებით, ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ასევე მერიის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა. ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე იმყოფებოდა.

„სისხლის დონაციის ბანკი“ სისხლის კომპონენტებით ამარაგებს ბავშვთა საავადმყოფოებს, სამშობიაროებს, ახალშობილთა და ონკოლოგიურ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებებს. სწორედ ამიტომ აქციის მიზანია სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგის შევსება და იმ პაციენტების დახმარება, რომელთა სიცოცხლეც სისხლის დროულ მიწოდებაზეა დამოკიდებული.

აქციაში მონაწილე დონორებს უფასოდ ჩაუტარდათ სისხლის ჯგუფისა და რეზუს-ფაქტორის განსაზღვრა, ასევე კვლევები ჰეპატიტ B-სა და C-ზე, აივ ინფექციასა და სიფილისზე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს