ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 11

ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში ციფრულ უნარებში 1000-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა

ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში ციფრულ უნარებში 1000-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კომუნიკაციების კომისია გორის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას აქტიურად აგრძელებს. პროგრამა მოსახლეობის ციფრული უნარების განვითარებასა და ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენების ხელშეწყ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისია გორის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას აქტიურად აგრძელებს. პროგრამა მოსახლეობის ციფრული უნარების განვითარებასა და ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენების ხელშეწყ…

კომუნიკაციების კომისია გორის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას აქტიურად აგრძელებს. პროგრამა მოსახლეობის ციფრული უნარების განვითარებასა და ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენების ხელშეწყობას ემსახურება. პროგრამის ფარგლებში უკვე 50-ზე მეტი ტრენინგი ჩატარდა და 1000-ზე მეტი ადგილობრივი გადამზადდა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.

პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის 17 სამიზნე სოფელსა და დასახლებას მოიცავს. ესენია: აძვი, ახალშენი, ყელქცეული, ქორდი, ქვემო ახალსოფელი, ქვემო შავშვები, მარანა, ნადარბაზევი, ნაწრეტი, სათბურის დასახლება, შერთული, თედოწმინდა, თერგვისი, ციცაგიანთკარი, ვარიანის მეურნეობა, ზემო რეხა და ზემო სობისი. ადგილობრივი მოსახლეობა ტრენინგების ფარგლებში ინტერნეტის უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოყენებისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს იძენს. კერძოდ, ბენეფიციარები ეცნობიან ციფრული სერვისებით სარგებლობისა და ონლაინპლატფორმების მიზნობრივად გამოყენების შესაძლებლობებს.

გარდა საბაზისო ციფრული უნარების განვითარების კურსისა, პროგრამის ფარგლებში ტარდება ტრენინგები თემებზე - „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება“ და „ინტერნეტი დასაქმებისთვის“. აღნიშნული მოდულები მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტებს, მათი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებსა და ციფრული ტექნოლოგიების როლს პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაში. ტრენინგები სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაზეა მორგებული და მათში მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები და სტუდენტები, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე მცირე მეწარმეები.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ 2022 წლიდან ახორციელებს. ამ დროისთვის პროგრამამ საქართველოს 23 მუნიციპალიტეტის350-ზე მეტი სოფელი და დასახლებული პუნქტი მოიცვა, ხოლო ბენეფიციართა რაოდენობამ16,000-ს გადააჭარბა.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. პროექტი საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. Log-in Georgia პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს