ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 11

ხულოში ნოდარ ვანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

ხულოში ნოდარ ვანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ნარდში ნოდარ ვანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში 47-მდე სპორტსმენ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ნარდში ნოდარ ვანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში 47-მდე სპორტსმენ…

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ნარდში ნოდარ ვანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში 47-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრება ქალთა და მამაკაცთა შორის გაიმართა. დაძაბულ და საინტერესო თამაშის შემდეგ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მამაკაცთა შორის პირველი ადგილი გენად ბერიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე მერაბ მჟავანაძე გავიდა, მესამე ადგილი კი იგორ აბულაძემ მოიპოვა.

ქალთა შორის გამარჯვება გულნარა ბოლქვაძემ მოიპოვა, მეორე ადგილი იზოლდა ხოზრევანიძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ნინო აბაშიძე გავიდა.

ტურნირის მიზანს ნარდის პოპულარიზაცია, სპორტის ამ სახეობის განვითარება და სპორტის მოყვარულთა ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ღონისძიების ფარგლებში, აჭარის საგვარეულო მამულიშვილთა კავშირისა და აჭარის ნარდის ფედერაციის მიერ გამარჯვებულებს ოქროსა და ვერცხლის კამათლები გადაეცათ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს