ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2026“ გაიმართა

სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2026“ გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2026“ აღინიშნა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სახალხო დღესასწაულს „ბოლნისქალაქობა 2026“, ძველმა გერმანულმა უბანმა უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2026“ აღინიშნა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სახალხო დღესასწაულს „ბოლნისქალაქობა 2026“, ძველმა გერმანულმა უბანმა უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლე…

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2026“ აღინიშნა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სახალხო დღესასწაულს „ბოლნისქალაქობა 2026“, ძველმა გერმანულმა უბანმა უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო შემეცნებითი, გასართობი და სპორტული სივრცეები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნო კუთხეები, ატრაქციონები. ასევე, გაიმართა ქუჩის კარნავალი ანიმაციური გმირების მონაწილეობით.

ბოლნისქალაქობაზე სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაციის შესაძლებლობა ჰქონდათ.

ტრადიციულად, დღის ბოლოს დაიწურა ყურძენი. გაიმართა ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.

სახალხო დღესასწაული დამსწრე საზოგადოებას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა, დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი სვანიძემ და ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა მიულოცეს.

სახალხო დღესასწაული გალა-კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ანსამბლი „შვიდკაცა" და Reggaeon.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ქოჩიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ალექსანდრე ზაბახიძე, ვალენტინა ნავერიანი, თურალ ვალიევი და რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს