ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 15

რუსთავში კიდევ ერთი ახალი სპორტული და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

რუსთავში კიდევ ერთი ახალი სპორტული და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსთავში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, მერვე მიკრორაიონში, N6ა საცხოვრებელ კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი განახლდება და დასასვენებელი სივრცეც მოეწყობა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. რუსთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსთავში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, მერვე მიკრორაიონში, N6ა საცხოვრებელ კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი განახლდება და დასასვენებელი სივრცეც მოეწყობა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. რუსთ…

რუსთავში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, მერვე მიკრორაიონში, N6ა საცხოვრებელ კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი განახლდება და დასასვენებელი სივრცეც მოეწყობა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კარლო ნოდიასთან, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ ბაღუასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და შიდასაუბნო სივრცის რეაბილიტაციის პროექტის დეტალები გააცნო.

„კიდევ ერთი პროექტი გავაცანით მოსახლეობას და რამდენიმე დღეში, მე-8 მიკრორაიონის N6ა კორპუსის მიმდებარედ, საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციას დავიწყებთ. ახალი პროექტით განსაკუთრებით ბავშვები დაინტერესდნენ, რადგან მსგავს სივრცეებს სწორედ მათი კომფორტისთვის და სწორი განვითარებისთვის ვაწყობთ. გათვალისწინებული გვაქვს ყველა ის სტანდარტი, რასაც გარე სივრცეში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა აკმაყოფილებდეს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ უბანში განახლდება სპორტული და ბავშვთა გასართობი მოედნები, მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება გარე განათება, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და მწვანე ზონები. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

დღეისათვის ქალაქის მასშტაბით შიდასაუბნო სივრცეების მოწყობა ერთდროულად რვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს