ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 13

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულმა დეპარტამენტებმა კახეთში, მცხეთა-მთაინეთსა და თბილისში ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულმა დეპარტამენტებმა კახეთში, მცხეთა-მთაინეთსა და თბილისში ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორე…

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულმა დეპარტამენტებმა კახეთში, მცხეთა-მთაინეთსა და თბილისში ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სიღნაღში, სოფელ ზემო ბოდბეში გამოავლინეს ფიზიკური პირის გ. მ-ის კუთვნილი ცხოველთა სასაკლაო, რომელიც საქმიანობდა სააგენტოს აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე; ობიექტზე ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანიობისათვის დაჯარიმდა მცირე მეწარმე ვ. ა.

მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, მარკეტ „მაშ 2025“-ში (მისამართი: ქ. მცხეთა, გამსახურდიას ქ. N23) გამოვლინდა სარეალიზაციოდ გამზადებული ვადაგასული სურსათი. ამასთან, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს ინდივიდუალური მეწარმე ლ. ჯ.-ის კუთვნილ უზბეკურ რესტორანში (მისამართი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. N16), სადაც დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები, სურსათის ეტიკეტირების წესი.

გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხოლო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები; მომხმარებელმა კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს