ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 12

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. სოფელ ლე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. სოფელ ლე…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

სოფელ ლეღვაში ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ჰქონდა უკანონოდ დამონტაჟებული.

სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო კლიპტომერიის სახეობის 37 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2,3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. გამკაცრებულია სანქციებიც. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

მიმდინარე წლის 9 თვეში დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყით სარგებლობის 1203 ფაქტი. დალუქულია 51 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 285 სამართალდარღვევა სამოქმედო ტერიტორიაზე აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.

9 თვეში აჭარაში დალუქულია 11 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს