ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 11

ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო ბათუმმა კიდევ ერთხელ მოიპოვა და ის 2026 წლის ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ბათ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო ბათუმმა კიდევ ერთხელ მოიპოვა და ის 2026 წლის ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ბათ…

World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო ბათუმმა კიდევ ერთხელ მოიპოვა და ის 2026 წლის ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ქალაქები, როგორებიცაა ზალცბურგი, სტოკჰოლმი, ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ოსლო და ტალინი. 2023 წლის შემდეგ, World Travel Awards-ის აღნიშნული ჯილდო ბათუმმა უკვე მეოთხედ მოიპოვა.

,,World Travel Awards“-ის დაჯილდოების ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდა 2026 წლის ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები. წელს, ევროპის წამყვან ტურისტულ მიმართულებად პორტუგალია დასახელდა, წამყვან ავიაკომპანიად Turkish Airlines, ტურისტული ვიზიტებისთვის საუკეთესო ქალაქად — ათენი, ხოლო საუკეთესო საზღვაო მიმართულებად ალგარვე.

2019 წლიდან დღემდე, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო სხვადასხვა დროს მოიპოვა, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ოთხი სეზონი ტურისტულმა მიმართულებამ. World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს