ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი2 წთ საკითხავი👁 7

თამარ ზოდელავა „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე: მისი მთავარი მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ დაცული იყოს ბიზნესი და სამეწარმეო სუბიექტები

თამარ ზოდელავა „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე: მისი მთავარი მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ დაცული იყოს ბიზნესი და სამეწარმეო სუბიექტები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ძალაში შევიდა 2022 წლის 1 იანვარს. წინა კანონმდებლობაში ძალიან ბევრი ხარვეზი იყო და იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ბრუნვა, ბიზნესი ვითარდება, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ძალაში შევიდა 2022 წლის 1 იანვარს. წინა კანონმდებლობაში ძალიან ბევრი ხარვეზი იყო და იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ბრუნვა, ბიზნესი ვითარდება, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა,…

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ძალაში შევიდა 2022 წლის 1 იანვარს. წინა კანონმდებლობაში ძალიან ბევრი ხარვეზი იყო და იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ბრუნვა, ბიზნესი ვითარდება, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა, სწორედ მათი მაღალი დაცვისთვის შემუშავებულიყო ახალი კანონი. აღნიშნული კანონი, ასევე, სრულად თანხვედრაშია ევროდირექტივებთან. ეს კი კიდევ ერთი შესაძლებლობა არის ბიზნესის მონაწილეებისათვის, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყოს, ერთი მხრივ, ევროპული ბაზარი, ხოლო თავად ევროპული კომპანიებისთვის განჭვრეტადი არის ის საკანონმდებლო ჩარჩო, ანუ რეგულაციები, რომლებიც მოქმედებს, რა თქმა უნდა, საქართველოს ბაზარზე“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„მეწარმე სუბიექტების ინტერესი არის მაღალი და ამას ცხადყოფს მომართვიანობა. დღეის მდგომარეობით, გვყავს 426 ათასი ბიზნესსუბიექტი, რომელიც უკვე მოქმედებს ახალი კანონმდებლობის ფარგლებში და სრულად სარგებლობს იმ მაღალი დაცვით, რომელიც არის ამ კანონით განსაზღვრული“, – განმარტა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

თამარ ზოდელავას თქმით, სარეგისტრაციო პროცესში მეწარმე სუბიექტებისთვის შემუშავებულია სტანდარტული წესდება, რომელიც იუსტიციის მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული:

„სტანდარტული წესდება, რა თქმა უნდა, შეთავაზებული არის ბიზნესსუბიექტებისთვის სარეგისტრაციო პროცესში, რაც გულისხმობს, რომ მათ შეუძლიათ, სტანდარტული წესდებით მოაწესრიგონ ის ყველა უფლება და მოვალეობა, რაც დაცვისთვის არის მნიშვნელოვანი; ასევე, დაზოგონ დრო და იურიდიული მომსახურების საფასური. ამის გარდა, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მუდმივად ახალ სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს და, ამ შემთხვევაში, ბიზნესს. ეს არის ციფრული სერვისები, გამარტივებული სერვისები, რათა მათ ძალიან მცირე დროში და ბარიერების გარეშე შეძლონ რეგისტრაცია, არა მხოლოდ რეგისტრაციის ნებისმიერი ბიზნესტრანზაქციის დროული დასრულება“,-განაცხადა თამარ ზოდელავამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს