ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 5

თამარ ზოდელავა: „მეწარმეთა შესახებ“ კანონი სთავაზობს ბიზნესის მონაწილეებს თანამედროვე, მოქნილ და, რაც მთავარია, სტაბილურ და სამართლებრივ გარემოს

თამარ ზოდელავა: „მეწარმეთა შესახებ“ კანონი სთავაზობს ბიზნესის მონაწილეებს თანამედროვე, მოქნილ და, რაც მთავარია, სტაბილურ და სამართლებრივ გარემოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ „იმედის“ ეთერში გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერში“ „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე ისაუბრა.თამარ ზოდელავას თქმით, ეს კანონი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ „იმედის“ ეთერში გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერში“ „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე ისაუბრა.თამარ ზოდელავას თქმით, ეს კანონი…

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ „იმედის“ ეთერში გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერში“ „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე ისაუბრა.

თამარ ზოდელავას თქმით, ეს კანონი ბიზნესის მონაწილეებს სთავაზობს თანამედროვე, მოქნილ და, რაც მთავარია, სტაბილურ და სამართლებრივ ბიზნესგარემოს.

„მეწარმე სუბიექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან იცოდეს თავისი საქმიანობის წესები, ანუ განჭვრეტადი იყოს ის საკანონმდებლო ჩარჩო, რაც არის საქართველოში“, – აღნიშნა თამარ ზოდელავამ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ბიზნეს სუბიექტებს აძლევს შესაძლებლობას, სარეგისტრაციო პროცესი მარტივად და ნაკლები ბიუროკრატიის გარეშე განახორციელონ.

„ბუნებრივია, რომ უნდა იყოს პროგნოზზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იმისათვის, რომ ბიზნეს სუბიექტებმა სანდო გარემოში შეძლონ გრძელვადიანად საქმიანობის განხორციელება. სწორედ ეს განაპირობებდა ახალი კანონის შემუშავებას და მიღებას.

ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გამარტივდა სარეგისტრაციო პროცესები და შეიქმნა ციფრული სერვისები. ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სარეგისტრაციო პროცესი იყოს ნაკლებად ბიუროკრატიული და, ასევე, იყოს ციფრულად ხელმისაწვდომი.

ამაზე იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მუდმივად მუშაობს და ავითარებს იმ სერვისებს, რომელთაც სთავაზობს ბიზნეს სუბიექტებს“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს