ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 7

Deutsche Welle: საქართველოდან 3 თვეში იმაზე მეტი რუსეთის მოქალაქე გააძევეს, ვიდრე გასულ წელს

Deutsche Welle: საქართველოდან 3 თვეში იმაზე მეტი რუსეთის მოქალაქე გააძევეს, ვიდრე გასულ წელს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის გამო ქვეყნიდან რუსეთის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის გამო ქვეყნიდან რუსეთის…

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის გამო ქვეყნიდან რუსეთის 109 მოქალაქე გააძევეს - ეს მაჩვენებელი თითქმის ერთნახევარჯერ აღემატება 2025 წლის მთლიან მონაცემებს, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

საერთო ჯამში, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან 1 134 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს. დეპორტირებულთა შორის ყველაზე მეტი თურქეთის მოქალაქე აღმოჩნდა (306 ადამიანი), ხოლო რუსეთის მოქალაქეები რაოდენობით მეორე ადგილზე არიან. შედარებისთვის, 2025 წლის განმავლობაში საქართველოდან სულ 1 311 არალეგალი მიგრანტი გააძევეს, მათ შორის რუსეთის 73 მოქალაქე.

2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, მიგრაციული წესების დარღვევის გამო საქართველო სულ 3 170-მა უცხოელმა დატოვა. დეპორტირებულთა შორის თურქეთის 791, ინდოეთის 306, ირანის 274 და რუსეთის 254 მოქალაქეა. იანვარ-სექტემბერში გაძევებული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ და მეტად აღემატება გასული წლის მთლიან მაჩვენებელს.

საქართველომ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა 2025 წლიდან გაამკაცრა, როდესაც პარლამენტმა შესაბამისი კანონმდებლობა შეცვალა და დეპორტაციისა თუ ჩხრეკის პროცედურები გამარტივდა. მას შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ყოფნის წესების დამრღვევი უცხოელების გაძევების შესახებ სტატისტიკას რეგულარულად აქვეყნებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს