ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 7

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 20 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 20 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული…

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს თბილისში, გურიაში, აჭარასა და კახეთში 20 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ-ერთი ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, „ალფა პვპ“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულთა ნაწილი სპეციალურად მოწყობილ სათბურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 260-ე, 260-ე კვარტა, 260-ე ტერცია, 261-ე, 262-ე, 265-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს