ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი2 წთ საკითხავი👁 6

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინა…

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, თაღლითური ჯგუფის წევრები აქტიურად ეწეოდნენ თავიანთი იურიდიული პირების რეკლამირებას და მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლის მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოების შესრულებას სთავაზობდნენ. კერძოდ, თაღლითობისთვის არაერთხელ ნასამართლევი ერთ-ერთი ბრალდებული, ნდობის მოსაპოვებლად, მოქალაქეებს ფორმალურად უთანხმდებოდა სამუშაოების მოცულობასა და ხარჯებზე, ხოლო მეორე თანამონაწილე, ორგანიზაციის სახელით, მათთან აფორმებდა ფიქტიურ ხელშეკრულებებს. ამასთან, ბრალდებულები, ნაკისრი ვალდებულებების სწრაფად შესრულების საბაბით, დაზარალებულებს თანხის წინასწარ გადახდას სთხოვდნენ. აღნიშნული ხერხით, მათ მოქალაქეებისაგან ჯამში 242 000 ლარი მიიღეს და ეს თანხა სრულად მიისაკუთრეს ისე, რომ ვალდებულება არ შეასრულეს, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებული თანხის მოტყუებით მისაკუთრების შემდეგ მიიმალა და დატოვა ქვეყნის ფარგლები.

სამართალდამცველებმა ერთი ბრალდებული, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 17 ივნისს დააკავეს, ხოლო მეორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს