ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი2 წთ საკითხავი👁 8

გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიაზე: დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ ეჭვი კონკრეტულ დაავადებაზე. ჩვენ არა ერთ გზის განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა კონკრეტულად ამ დაავადების მიმართულებით და გახსოვთ ჩემი სიტყვები, რომ საბედნიეროდ ეს დაავადება მას არ დაუდასტურდა

გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიაზე: დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ ეჭვი კონკრეტულ დაავადებაზე. ჩვენ არა ერთ გზის განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა კონკრეტულად ამ დაავადების მიმართულებით და გახსოვთ ჩემი სიტყვები, რომ საბედნიეროდ ეს დაავადება მას არ დაუდასტურდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სწორედ დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ ეჭვი კონკრეტულ დაავადებაზე, და ჩვენ განვაცხადეთ არა ერთ გზის, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა კონკრეტულად ამ დაავადების მიმართულებით და გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სწორედ დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ ეჭვი კონკრეტულ დაავადებაზე, და ჩვენ განვაცხადეთ არა ერთ გზის, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა კონკრეტულად ამ დაავადების მიმართულებით და გა…

სწორედ დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ ეჭვი კონკრეტულ დაავადებაზე, და ჩვენ განვაცხადეთ არა ერთ გზის, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა კონკრეტულად ამ დაავადების მიმართულებით და გახსოვთ ჩემი სიტყვები, რომ საბედნიეროდ ეს დაავადება მას არ დაუდასტურდა, - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ელენე ხოშტარია დაახლოებით ორი დღის განმავლობაში გადავა კლინიკა „ვივამედში“.

„ქალბატონ მაკა იოსელიანსა და ანა ქავთარაძესთან შევთანხმდით, რომ როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ანუ, მისი ექიმები, ჩვენ თანახმა ვართ, რომ მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ეს არის სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედი“, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს აქვს ხელშეკრულება და, შესაბამისად, უკვე კლინიკა „ვივამედში“ ქალბატონი მაკას და ანას მეთვალყურეობით მსჯავრდებული ხოშტარია გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს. უახლოეს დღეებში, დაახლოებით ორი დღის განმავლობაში, მსჯავრდებული გადავა კლინიკა „ვივამედში““, - აღნიშნა გიორგი პატარიძემ.

ამასთან, გიორგი პატარიძე ამბობს, რომ სპეკულაციები მსჯავრდებულზე უარყოფითად აისახება.

„სპეკულაციები, რომლებიც ამ დღეებში იყო, ზოგადად, თითოეულ მსჯავრდებულზე აისახება ძალზედ უარყოფითად. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვითხოვეთ სპეციალიზირებულ ექიმთან შეხვედრა, გასულია ორი დღე და პრაქტიკულად მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც არის მსჯავრდებულ ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

ჩვენ ამ დღეებში აღვნიშნავდით, სწორედ დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ეჭვი ჰქონდათ კონკრეტულ დაავადებაზე. ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები იქნება ჩატარებული ამ დაავადების მიმართულებით. საბედნიეროდ, მას ეს დაავადება არ დაუფიქსირდა. არაერთგზის ჩატარდა შესაბამისი კვლევები“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს