ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 10

ლაშა მაღრაძე ნიუ იორკში, გაერო-ს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ლაშა მაღრაძე ნიუ იორკში, გაერო-ს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე ნიუ იორკში, გაერო-ს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. სუს-ის ინფორმაციით, მან ყურადღე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე ნიუ იორკში, გაერო-ს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. სუს-ის ინფორმაციით, მან ყურადღე…

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე ნიუ იორკში, გაერო-ს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

სუს-ის ინფორმაციით, მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და მათი ეფექტიანად გადაჭრის მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობაზე.

ლაშა მაღრაძის თქმით, საქართველო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და გლობალური ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების დაძლევის კუთხით, აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო თუ რეგიონულ ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. ამასთან, გლობალური ანტიტერორისტული სტრატეგიის შესაბამისად, საქართველო მუდმივ რეჟიმში ატარებს სათანადო ღონისძიებებს ტერორისტული საფრთხეებისადმი ქვეყნის მზადყოფნის დონის ასამაღლებლად.

გაერო-ს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მზადყოფნა.

„ნიუ იორკში მიმდინარე კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში, ასევე გაიმართა პარალელური სამუშაო შეხვედრები ეროვნული და რეგიონული კონტრტერორისტული სტრატეგიებისა და ტერორიზმისა და მისი დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკების თემაზე, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ბერიანიძემ“, – ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს