ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 8

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს ეწვია, სადაც მათი საქმიანობის სპეციფიკასა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს ეწვია, სადაც მათი საქმიანობის სპეციფიკასა…

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს ეწვია, სადაც მათი საქმიანობის სპეციფიკასა და ინფრასტრუქტურას გაეცნო.

მინისტრმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ლევან მაისურაძესთან ერთად, ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ და საპატრულო პოლიციის სამსახური მოინახულა.

სომხურმა მხარემ ქართულ დელეგაციას გააცნო უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ორგანიზაციული მოწყობა, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საპოლიციო ინფრასტრუქტურა და სპეციალური ტექნიკა, გაეცნენ შესაბამისი დანაყოფების შესაძლებლობებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს