ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 9

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს ეწვია, სადაც უწყების დირექტორს, ანდრანიკ სიმონიანს, შეხვდა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს ეწვია, სადაც უწყების დირექტორს, ანდრანიკ სიმონიანს, შეხვდა…

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს ეწვია, სადაც უწყების დირექტორს, ანდრანიკ სიმონიანს, შეხვდა.

შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ, მათ შორის მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლაში კოორდინაციის მექანიზმების შემდგომი განვითარების საკითხებს.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ორ უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და მზადყოფნა გამოთქვა საერთო ინტერესის სფეროებში სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მიმართულებით.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს