ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 12

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში 60-მდე მსმენელმა მანდატურებისთვის განკუთვნილი ტრენინგი წარმატებით დაასრულა

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში 60-მდე მსმენელმა მანდატურებისთვის განკუთვნილი ტრენინგი წარმატებით დაასრულა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 55-მა თანამშრომელმა სკოლებში ანტისოციალური ქცევის პრევენციის საკითხებზე სპეციალური გადამზადების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ტრენინგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 55-მა თანამშრომელმა სკოლებში ანტისოციალური ქცევის პრევენციის საკითხებზე სპეციალური გადამზადების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ტრენინგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინ…

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 55-მა თანამშრომელმა სკოლებში ანტისოციალური ქცევის პრევენციის საკითხებზე სპეციალური გადამზადების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ტრენინგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვისა და პოლიციის აკადემიაში გაიმართა.

სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავდა სკოლებში თანამედროვე კრიმინალური სუბკულტურების გავლენის შემცირებას, მოსწავლეთა ქცევასა და სოციალიზაციაზე ნეგატიური ზემოქმედების პრევენციას, მოზარდებში შესაბამისი რისკ-ნიშნების დროულ გამოვლენასა და უსაფრთხო სასკოლო გარემოს გაძლიერებას.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა გიორგი სახოკიამ ტრენინგის მონაწილე მანდატურებს, ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს სერტიფიკატები გადასცეს.

მანდატურის სამსახური აქტიურად განაგრძობს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, რათა სკოლებში უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო, მხარდამჭერი და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს