ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 8

გიგა ავალიანის დედა: პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად

გიგა ავალიანის დედა: პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად, - განაცხადა „ქრონიკასთან“ გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ. ეკა კუპატაძე ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზია…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად, - განაცხადა „ქრონიკასთან“ გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ. ეკა კუპატაძე ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზია…

პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად, - განაცხადა „ქრონიკასთან“ გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ.

ეკა კუპატაძე ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიასთვის ბრალდების წარდგენას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.

„მე ველოდებოდი მუხლის გადაკვალიფიცირებას და პროკურატურამ დიახ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით. შვილმკვდარ დედას და მით უმეტეს სადისტურად შვილმოკლულ დედას, არაფერი აძლევს შვებას, მაგრამ, ოდნავ მაინც თუ შეიძლება ცოტა შვილის წინაშე მართალი იყო, სწორედ ეს არის, რომ პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად“, - აღნიშნა კუპატაძემ.

როგორც ცნობილია, გიორგი მალანია 1 ივლისს დააკავეს. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ მას ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა. თუმცა, დღეს პროკურატურამ გიორგი მალანიას ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე წარადგინა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს