ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 7

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დავით სვანაძეს, რომელმაც კახა კალაძეს შეურაცხყოფა მიაყენა, 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დავით სვანაძეს, რომელმაც კახა კალაძეს შეურაცხყოფა მიაყენა, 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა დავით სვანაძის საქმეზე, რომელმაც შეურაცხყოფა კახა კალაძეს მიაყენა. მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა დავით სვანაძის საქმეზე, რომელმაც შეურაცხყოფა კახა კალაძეს მიაყენა. მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გა…

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა დავით სვანაძის საქმეზე, რომელმაც შეურაცხყოფა კახა კალაძეს მიაყენა. მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ლიანა ბლაგიძის საქმე, რომელმაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა ირინე ფერაძეს. მოსამართლემ ბრალდებულს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. სიძულვილის ენის სამმართველოში ამ დროისთვის 200-მდე სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტია იდენტიფიცირებული.

"ქალბატონმა ირინა ფერაძემ შსს-ს მომართა განცხადებით, რასთან დაკავშირებითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც მოპოვებულ იქნა არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რაც გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილებით აღნიშნული პიროვნება ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. ადვოკატები მოცემულ შემთხვევაში არ ადასტურებენ ქალბატონი ლიანა ბლაგიძის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა სწორედ აღნიშნულმა პიროვნებამ განახორციელა სიტყვიერი შეურაცხყოფა ქალბატონი ირინა ფერაძის მიმართ," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა, ანა კაკიაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს