ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 10

სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გრძელდება - დღეს 15 საქმის განხილვაა დაგეგმილი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გრძელდება - დღეს 15 საქმის განხილვაა დაგეგმილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ იდენტიფიცირებულ ფაქტებზე, სასამართლოებში პროცესები გრძელდება. დღეს ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სასამართლოში 15 საქმის განხილვაა დაგეგმილი. ქუთაისის საქალაქო სასამართ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ იდენტიფიცირებულ ფაქტებზე, სასამართლოებში პროცესები გრძელდება. დღეს ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სასამართლოში 15 საქმის განხილვაა დაგეგმილი. ქუთაისის საქალაქო სასამართ…

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ იდენტიფიცირებულ ფაქტებზე, სასამართლოებში პროცესები გრძელდება. დღეს ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სასამართლოში 15 საქმის განხილვაა დაგეგმილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დილით უკვე იმსჯელა მედიკო სახელაშვილის საქმეზე, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ირინე ფერაძეს. მან ბოდიში მოიხადა, რის შემდეგაც მას მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

სიტყვიერი შენიშვნა მისცა მოსამართლემ კახაბერ მიქაუტაძესაც.

"არ მახასიათებს მე ცუდი სიტყვები, კარგ ოჯახში გაზრდილი. არ მეგონა ამხელა რამე თუ მოჰყვებოდა, ამიერიდან მოვინანიებ," - ამბობს კახაბერ მიქაუტაძე.

"სამართალდარღვევას წარმოადგენდა კახაბერ მიქაუტაძის ქმედება, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლუკა ჭაფოძეს. ლუკა ჭაფოძემ განცხადებით მომართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა მისი უფლებების დაცვა. ბატონმა კახაბერმა აღიარა ჩადენილი ქმედება და მოინანია სასამართლო სხდომაზე. ჩვენი მხრიდან შუამდგომლობის სახით, მოთხოვნილ იქნა სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადება მისთვის, ვინაიდან აღნიშნული ოქმების მიზანი არის სიძულვილის ენის პრევენცია და არა კონკრეტული პირისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება," - განაცხადა შსს იურისტმა, მარიამ კერესელიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს