ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 6

პროკურორი 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების დროს დაკავებულებზე: საქმეზე წარდგენილი არაერთი მტკიცებულებით, ლოგიკურია, რომ ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის გონივრული მოლოდინი გააჩნია

პროკურორი 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების დროს დაკავებულებზე: საქმეზე წარდგენილი არაერთი მტკიცებულებით, ლოგიკურია, რომ ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის გონივრული მოლოდინი გააჩნია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული პირების საქმეზე, რომელთაც ბრალი არ აღიარეს და საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ, განაჩენი სავარაუდოდ 22 ივნისს გამოცხადდება. დღევანდელ პროცესზე დაკავებულებმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული პირების საქმეზე, რომელთაც ბრალი არ აღიარეს და საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ, განაჩენი სავარაუდოდ 22 ივნისს გამოცხადდება. დღევანდელ პროცესზე დაკავებულებმ…

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული პირების საქმეზე, რომელთაც ბრალი არ აღიარეს და საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ, განაჩენი სავარაუდოდ 22 ივნისს გამოცხადდება.

დღევანდელ პროცესზე დაკავებულებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს. ამ კონკრეტულ ეპიზოდზე სულ 14 პირი იყო ბრალდებული, მათგან ექვსს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

"დღეს გადავედით უკვე საბოლოო სიტყვაზე. ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა თქვეს, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ზურაბ ჭავჭანიძე, რომელიც არ იყო, შესაბამისად, მან ვერ თქვა საბოლოო სიტყვა, თუმცა სასამართლომ განმარტა, რომ მომდევნო სხდომაზე მოწვეული იქნება და ისარგებლებს სურვილის მიხედვით საბოლოო სიტყვით," - აცხადებს ადვოკატი.

საქმის პროკურორის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი არაერთი მტკიცებულებით, ლოგიკურია, რომ ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის გონივრული მოლოდინი გააჩნია.

"რაც შეეხება განაჩენს, სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი არაერთი მტკიცებულებით, მათი შეფასებით, ლოგიკურია, რომ ბრალდების მხარეს გააჩნია გონივრული მოლოდინი გამამტყუნებელი განაჩენის, ბრალად წარდგენილ ქმედებაში. ამ შემთხვევაში, ბრალად წარდგენილი ქმედება არის როგორც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ასევე სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა. საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის პოზიცია უცვლელია. თუკი ბრალდებულები ბრალდების მხარეს მომართავენ, ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად ხდება საპროცესო შეთანხმების განხილვა," - აცხადებს პროკურორი თამარ იაკობიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს