ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 10

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულებს 19 და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულებს 19 და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორი ბ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორი ბ…

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა, მათ შორის ერთ-ერთმა ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ 31 შეკვრად დაფასოებულ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 21.4625 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში უნდა განეთავსებინათ.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის) და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინათ.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ერთს სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით, ხოლო მეორეს განაჩენთა ერთობლიობით 23 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს