ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 10

ალეკო ელისაშვილის ადვოკატი: სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ და ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციაში დავის შემდეგ, ევროპის სასამართლოს მივმართავთ

ალეკო ელისაშვილის ადვოკატი: სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ და ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციაში დავის შემდეგ, ევროპის სასამართლოს მივმართავთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილია განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება და ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციაში დავის შემდეგ, ევროპის სასამართლოს მიმართავენ. ადვოკ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილია განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება და ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციაში დავის შემდეგ, ევროპის სასამართლოს მიმართავენ. ადვოკ…

ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილია განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება და ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციაში დავის შემდეგ, ევროპის სასამართლოს მიმართავენ.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმეში არ არის არც ერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება, რომელიც დაადგენს, რომ ელისაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას.

„ჩვენ ამას გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით, ამოვწურავთ ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციას და ევროპულ სასამართლოს მივმართავთ აღნიშნულთან დაკავშირებით,

მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულის აღიარება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია თუ რა მტკიცებულებებია საქმეში და საქმეში არ არის არცერთი პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულება“ - აღნიშნა ადვოკატმა.

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს