სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი სამი პირი დააკავა

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავეს. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავეს. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული…
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის, „სარფის“ გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, ხოლო ორმა მათგანმა – ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.
ინფორმაციას სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.