4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე, დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი იმართება. სხდომაზე დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. საქმის ამ ეპიზოდზე 12 პირიდან 8 დანაშაული აღიარა და მათთან საპროც…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი იმართება. სხდომაზე დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. საქმის ამ ეპიზოდზე 12 პირიდან 8 დანაშაული აღიარა და მათთან საპროც…
4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი იმართება.
სხდომაზე დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის.
საქმის ამ ეპიზოდზე 12 პირიდან 8 დანაშაული აღიარა და მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სახელმწიფო ბრალდება წარადგენს დასკვნით სიტყვას, რომლის ფარგლებშიც, დეტალურად მიმოიხილავს, შეაჯამებს და სამართლებრივად შეაფასებს საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს. მიგვაჩნია, რომ სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერების, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზის დასკვნებისა და დოკუმენტების საფუძველზე, სასამართლო დარწმუნდება ბრალდებულთა მიერ, მათთვის შერაცხული დანაშაულების ჩადენაში და გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს", - განაცხადა პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ.