ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 9

თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული პირის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად გირაოს მოითხოვს

თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული პირის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად გირაოს მოითხოვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება ბრალი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, პრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება ბრალი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, პრ…

კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება ბრალი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

თელავში ინციდენტის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

„მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

სასამართლო დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს