ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი2 წთ საკითხავი👁 6

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს [როკურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს [როკურ…

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს [როკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, შპს ,,ზეკარის წყაროების“ წარმომადგენლებს ფინანსური პრობლემების მოგვარებას და დიდი ოდენობით თანხის გადაცემას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი წილის დათმობა მოითხოვა. ნდობის მოსაპოვებლად, ბრალდებულმა სხვა დაზარალებულისგან მოტყუებით დაუფლებული თანხიდან, ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება. შემდეგ კი თითქოსდა საწარმოსთვის დამატებითი კრედიტის მისაღებად, საწარმოს პარტნიორებს მისთვის 100%-იანი წილის გადაფორმება და სრული განკარგვის უფლების გადაცემა მოსთხოვა, ხოლო საწარმოო პროცესის გამართვის შემდეგ პარტნიორების ნაწილს 20-20%-იანი წილის დაბრუნებას დაჰპირდა.

აღნიშნული ხერხით, ბრალდებულმა პარტნიორებისგან კომპანიის 100 %-იანი წილი თავის დედაზე გადააფორმა, თუმცა საწარმოს სასესხო ვალდებულებები არ დაფარა, პარტნიორებს არ გადასცა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა და მოტყუებით მიიღო ქონებრივი უფლება შპს ,,ზეკარის წყაროების“ 100 %-იან წილზე. ამასთანავე, თაღლითურად დაეუფლა ე.წ. ბიზნესპარტნიორის მიერ გადაცემულ დიდი ოდენობით თანხას, რომელსაც საწარმოს წილში შეყვანას ჰპირდებოდა.

აღნიშნული ქმედების შედეგად, იურიდიული პირის მესაკუთრეებს 1 554 345 ლარის, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულ პირს 162 925 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგათ.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს