ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 10

ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება

ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვ…

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

დარახველიძის განმარტებით ეს ინფორმაცია თავიდან ბოლომდე არის ყალბი.

მინისტრო მოადგილე მოუწოდებს საზოგადოებას, რომ არ ენდონ მსგავსი სახის ყალბ ინფორმაციას და ყოველთვის, ასეთი ინფორმაციას ოფიციალურ წყაროებთან გადაამოწმონ.

„მსგავსი პიროვნება ქვეყანაში არ იმყოფება და არც ცხოვრობს, სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა ის, რომ თითქოს ის კონკრეტული პიროვნება, რომელზეც საუბრობდნენ, დღემდე ქვეყანაში ცხოვრობს და თავისუფლად გადაადგილდება, ეს არის სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება.

სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ხდება მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელება. ეს რა თქმა უნდა ემსახურება იმას, რომ მოხდეს საზოგადოების დეზინფორმირება, მათთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, საბოლოო ჯამში ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების მიზანმიმართულ დაზიანებას.

მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია გადაამოწმონ შესაბამის ოფიციალურ წყაროებთან.

სამინისტრო და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები მაქსიმალურ კონტროლს ახორციელებენ საზღვარზე იმისათვის, რომ ისეთი პირები, რომელთა დაშვებაც არ უნდა მოხდეს საზღვარზე, ეფექტურად მოხდეს მათი კონტროლი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული“, - აღნიშნა დარახველიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს