ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

რასა იუკნევიჩიენე: 2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე, არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, ეს ფანჯარა გაიღო

რასა იუკნევიჩიენე: 2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე, არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, ეს ფანჯარა გაიღო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს ვიდეო მიმართვა ვრცელდება, რომელიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში განსახილველ ანგარიშზე საუბრობს. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე არავინ საუბრობდა ე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს ვიდეო მიმართვა ვრცელდება, რომელიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში განსახილველ ანგარიშზე საუბრობს. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე არავინ საუბრობდა ე…

სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს ვიდეო მიმართვა ვრცელდება, რომელიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში განსახილველ ანგარიშზე საუბრობს. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.

მისი თქმით, უკრაინელების ბრძოლის გამო ეს ფანჯარა გაიღო და მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ შესაძლებლობას არ იყენებს.

„2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. არავინ! არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, მათი გმირული ბრძოლის გამო ევროპული ცხოვრების წესისთვის ეს ფანჯარა გაიღო მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ასევე, დასავლეთ ბალკანეთისთვის. ეს არის, მე ვიტყოდი, „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაული. ისინი არა მხოლოდ არ იყენებენ ამ შესაძლებლობას, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ.

თუ ქართველი ხალხი დანებდება, ევროკავშირში არავინ გააკეთებს მათ საქმეს, ქართველების ნაცვლად. ეს უნდა გესმოდეთ. რა მოხდა უნგრეთში? ხელისუფლებაში ყოფნის 16 წლის შემდეგ ორბანმა წააგო. თქვენ ახლა ბიძინა ივანიშვილის მესამე ვადა გაქვთ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ხანგრძლივი რეჟიმია საქართველოში. მაგრამ რა მოხდა უნგრეთში? ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დემოკრატიისკენ მიისწრაფვის, გაერთიანდა და მისცა ნათელი ალტერნატივა უნგრელ ხალხს არჩევნების დროს. ჩემი სურვილი და იმედია, რომ ქართველი ხალხის შეძლებს საკუთარი თავის ისე ორგანიზებას, როგორც ეს უნგრელებმა გააკეთეს.“- აცხადებს იუკნევიჩიენე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს