ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 8

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ეწვია

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ეწვია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა გიორგი სახოკიამ ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს, გარიკ მურადიანს უმასპინძლა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა გიორგი სახოკიამ ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს, გარიკ მურადიანს უმასპინძლა…

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა გიორგი სახოკიამ ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს, გარიკ მურადიანს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი სახოკიამ სტუმრებს აკადემიის საქმიანობის, განვითარების სტრატეგიისა და საგანმანათლებლო მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო აკადემიის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, მიმდინარე რეფორმებსა და სამართალდამცავი სფეროსთვის კვალიფიციური კადრების მომზადების მნიშვნელობას.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის შესაბამის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და პროფესიული განათლების განვითარების საკითხები. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს პოლიციის აკადემიის ინფრასტრუქტურა, საგამოცდო ცენტრი, სასწავლო-საპოლიციო სიმულაციური სივრცე, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ღია და დახურული ტირი და სხვა სასწავლო სივრცეები.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს