ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი2 წთ საკითხავი👁 0

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი: განისაზღვრა სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით სანქციების შემსუბუქება

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი: განისაზღვრა სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით სანქციების შემსუბუქება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • განისაზღვრა სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით სანქციების შემსუბუქება. სანქციების შემსუბუქება მოხდება სიჩქარის გადაჭარბების დიფერენციაციის გზით და მათზე პროპორციული სახდელების განსაზღვრით, - განაცხადა შინაგან საქმეთა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

განისაზღვრა სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით სანქციების შემსუბუქება. სანქციების შემსუბუქება მოხდება სიჩქარის გადაჭარბების დიფერენციაციის გზით და მათზე პროპორციული სახდელების განსაზღვრით, - განაცხადა შინაგან საქმეთა…

განისაზღვრა სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით სანქციების შემსუბუქება. სანქციების შემსუბუქება მოხდება სიჩქარის გადაჭარბების დიფერენციაციის გზით და მათზე პროპორციული სახდელების განსაზღვრით, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ლანა ცანავამ.

მან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისივე თქმით, კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობდა შსს-სა და პარლამენტს შორის.

„აღნიშნულ ფორმატში გონივრული კონსენსუსი შედგა კოდექსში შესატან ცვლილებებზე. კერძოდ, განისაზღვრა სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით სანქციების შემსუბუქება. სანქციების შემსუბუქება მოხდება სიჩქარის გადაჭარბების დიფერენციაციის გზით და მათზე პროპორციული სახდელების განსაზღვრით. კერძოდ, თუ სიჩქარის გადამეტება აღემატება 15კმ/სთ სიჩქარეს, მაგრამ არ აღემატება 30კმ/სთ სიჩქარეს, ასეთ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით. თუ სიჩქარის გადაჭარბება აღემატება 30კმ/სთ სიჩქარეს, მაგრამ ამავდროულად არ აღემატება 50კმ/სთ სიჩქარეს, აქ უკვე გვექნება 100 ლარის ოდენობის ჯარიმა. იმ შემთხვევაში, თუ სიჩქარის გადაჭარბებამ 50კმ/სთ სიჩქარეს გადააჭარბა, ასეთ სიტუაციაში კვლავ შენარჩუნებული იქნება მკაცრი სანქცია და ჯარიმა იქნება 300 ლარის ოდენობით.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება შს სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ სამინისტრო საგზაო მოძრაობის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ მათივე უსაფრთხოებისთვის დაიცვან საგზაო უსაფრთხოების წესები. ჯარიმა თვითმიზანი არ არის. მიზანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს საგზაო მოძრაობის მონაწილეების მხრიდან უსაფრთხო ქცევა და ამ გზით მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა.

შს სამინისტრო გააგრძელებს სამართალდარღვევებზე დაკვირვებას, მათ გამოვლენას და მათზე აქტიურ რეაგირებას. ეს განხორციელდება მუდმივ რეჟიმში. ამავდროულად, გაგრძელდება საკანონმდებლო ბაზის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის მუდმივი შეფასება“, - განაცხადა ლანა ცანავამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს