ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 0

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენი რეკომენდაციები შეიმუშავა

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენი რეკომენდაციები შეიმუშავა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2026 წლის 19 ივნისს საპროკურორო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. გენერალური პროკურორის ანგარიშის მოსმენის შემდგომ, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, საპროკურორო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2026 წლის 19 ივნისს საპროკურორო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. გენერალური პროკურორის ანგარიშის მოსმენის შემდგომ, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, საპროკურორო…

2026 წლის 19 ივნისს საპროკურორო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. გენერალური პროკურორის ანგარიშის მოსმენის შემდგომ, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორისათვის წარდგენის მიზნით, საბჭოს სხდომაზე რეკომენდაციები წარადგინეს.

რეკომენდაციები შეეხო დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების, დანაშაულის პრევენციისა და ცალკეული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს.

საკითხების აქტუალობიდან გამომდინარე, საპროკურორო საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი რეკომენდაციების მიღებას. მიღებულ რეკომენდაციებს საპროკურორო საბჭო გენერალურ პროკურორს წარუდგენს.

საპროკურორო საბჭოს წევრებს ასევე წარედგინათ ინფორმაცია საპროკურორო საბჭოს ახალი ვებგვერდის შექმნის მიზნით განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს